sargeblobis pirobebi

 

  • სასტუმრო "ყვარლის ედემი" დამსვენებელს  სთავაზობს ტენისის კორტს შესაბამისი აღჭურვილობით. ტენისის კორტი ხეებითა და ლამაზი ხედებითაა გარშემორტყმული. სასტუმროს სტუმრებისთვის თამაში უფასოა. ჩოგნებისა და ბურთების მიღებას, ასევე უფასოდ, მისაღებში შესძლებთ. 
  • თქვენს მეგობრებთან ერთად წყნარი საღამოს გასატარებლად შესანიშნავი ადგილია "ყვარლის ედემის" საბილიარდო. აქ თქვენ რუსული და ამერიკული ბილიარდის თამაში შეგიძლიათ. ბილიარდის თამაშთან ერთად ბარის მომსახურებითაც შეგეძლებათ სარგებლობა. მენიუშია უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების ფართო არჩევანი, დესერტი და გემრიელი სასუსნავი. ჩვენთან საუკეთესო გარემოა თქვენი განტვირთვისთვის.
  • სასტუმროს ბავშვთა ოთახში შესვლისას მხიარულება იწყება. ოთახი აჭურვილია ასაკის შესაბამისის სათამაშოებით, DVD-ითა და ტელევიზორით, რაც მოხიბლავს და გაართობს პატარა სტუმრებს. ბავშვთა ოთახი შექმნილია თქვენი სულიერი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, რათა შესძლოთ დასვენება და ისიამოვნოთ ჩვენთან ყოფნით.