spas Sesaxeb



უნიკო სპა (UNNICO SPA) საერთაშორისო დონეზე მოღვაწეობს დიზაინის, მშენებლობისა და ღვინის თემატიკის სპების მენეჯმენტის სფეროებში. ჩვენი ღვინოთერაპიის სპა სასტუმრო „ყვარლის ედემშია" განთავსებული, რომელიც თბილისიდან 135 კილომეტრზე, ღვინის ერთ-ერთ უძველეს მწარმოებელ რეგიონში - კახეთში მდებარეობს.

ღვინის სპა ყვარელის რეგიონში ტურიზმის განვითარების წახალისებისთვის და კახური ღვინისა და ყურძნის უნიკალური თვისებების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის მიზნითაა შექმნილი. სპა ადგილობრივ მოსახლეობასაც დაეხმარა, რადგან მოხდა კადრების შერჩევა და დატრენინგება კლიენტთა მომსახურების, მასაჟის ხელოვნებისა და მაღალი ხარისხის სერვისის სფეროებში.

ჩვენი სპის მდებარეობამ, დიდებულ ბუნებრივ გარემოში, საშუალება მოგვცა მთლიანი კომპლექსის დიზაინი სპეციალურად შეგვემუშავებინა და ღვინის თემატიკისთვის მოგვერგო. ჩვენი სპა გაფორმებულია, როგორც ღვინოთერაპიის სამოთხე და უნიკალურია როგორც საქართველოში, ისე მთელი კავკასიის მაშტაბით. სწორედ  ეს განასხვავებს "ყვარლის ედემს" სხვა სასტუმროებისგან  თანამედროვე ტურისტულ ბაზარზე.

 

უნიკო სპა (UNNICO SPA), როგორც სასოიბიდე ჯგუფის ჰოლდინგის (Grupo Sasoibide) ნაწილი, სპეციალიზირებულია სპების დიზაინზე, მშენებლობასა და მენეჯმენტზე. ღვინოთერაპია ჩვენი გამოცდილებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რისი ცოცხალი მაგალითიცაა ღვინისა და ზეთის სპა ლაგუარდიაში (ლა რიოხას რეგიონი, ესპანეთი). 2013 წელს ჩვენი სპა ღვინის სერვისებში გამორჩეულობისთვის Great Wine Capitals Network-ის მიერ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. აღნიშნული ღვინისა და ზეთის სპას პროექტი უნიკო სპას (Unnico Spa) დიზაინით შეიქმნა და იქ კლიენტებს მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ დატრენინგებული მასაჟის სპეციალისტები ემსახურებიან მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით, რომლებსაც ასევე უნიკო სპა აწარმოებს. 


                                  


სპა ყვარლის ედემმა ისურვა გაეცოცხლებინა ღვინის კულტურის ტრადიციები არა მხოლოდ ყნოსვისა და დაგემოვნების საშუალებით, არამედ კიდევ სხვა შეგრძნებებითაც და ამ მიზნით შექმნა სპა ღვინოთერაპია, ან ნაყენის მოყვარულს საშუალება ეძლევა მთლიანად გადაეშვას ტრადიციებისა და ისტორიის სამყაროში ჯანმრთელობის, სილამაზის და სრული რელაქსაციის საშუალებით.

სპა ყვარლის ედემი შესრულებულია ესპანეთიდან ჩამოსული უმაღლესი ხარისხის მასალით. სპას დიზაინი თანამედროვე და ავანგარდულია, რომელიც სრულად ეესაბამება ქართული ღვინის სამყაროს. კედლებში, იატაკზე, ჭერში და ჰარმონიულად არის კომბინირებული ქვის და ხის მასალა. ოქროს წყალში ამოვლებული ვაზის დეკორატიული ელემენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ყველაზე დიდ განძს - ღვინოს და გვიტოვებს ტრადიციული მარნის შეგრძნებას.

აგრეთვე გთავაზობთ ღვინის თერაპიის სრულიად უნიკალურ პროცედურებს ნატურალური ყურძნითა და ღვინით და Maddi Ayarza Cosmetics გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკით.