restornis Sesaxeb

დასასვენებელი კომპლექსი „ყვარლის ედემი" გიწვევთ რესტორანში, სადაც თქვენ თანამედროვე გარემოსა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობის სინთეზი გელოდებათ.

რესტორნით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სასტუმროს დამსვენებლებს, ასევე გარედან შემოსულ სტუმრებს. მრავალფეროვანი ქართულ-ევროპული მენიუ უგემრიელესი კერძების ფართო არჩევანს გთავაზობთ. გამოცდილი გურმანის კერძებით ნამდვილად ისიამოვნებთ, რადგან კულინარიული შემოქმედება ღვინოსა და სხვადასხვა სასმელებთან ჰარმონიულადაა შერწყმული, ამასთან ჩვენი კვალიფიციური პერსონალი თქვენი კომფორტისთვის იზრუნებს.


                                                                       


რესტორნის დიდი და ნათელი დარბაზი ვენახებისა და ტყის ულამაზესი ხედებით სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ დაბადების დღე, ქორწილი ან   ნებისმიერი სხვა ტიპის ღონისძიება.